გია ვოლსკი: საზოგადოების უშველებელი ნაწილი არის მობილიზებული, არ დაუშვას, რასაც გვიქადის ოპონენტების გარკვეული ნაწილი

“საზოგადოების უშველებელი ნაწილი არის მობილიზებული, რათა არ დაუშვას ის, რასაც გვიქადის ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი”.

ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, გია ვოლსკიმ წარდგენაზე განაცხადა.

„ყველას, ვინც აქ ვსხედვართ, გვაერთიანებს ერთი ძალიან საინტერესო თვისება, რომლითაც სამწუხაროდ, ყველა არ არის დაჯილდოებული. ეს არის სათნოება, დამოკიდებულება ქვეყნისადმი, პატრიოტიზმი, თავდადება და სრული გაცნობიერება იმისა, თუ რას გვიქადის მომავალი, თუ ჩვენ გზა დავუთმეთ დესტრუქციულ ძალას. ვერ დავუთმობთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო შეხვედრების პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკურად და ემოციურად, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია.

„ყველა შეხვედრის დროს, ვრწმუნდები, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკურად და ემოციურად, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და სუბიექტი. ძალიან კარგად გრძნობენ, რომ სადისტური მმართველობა, რომელიც იყო, არსად წასულა, ის ელოდება თავის ჯერს, ჩასაფრებულია და ფარისევლური ბოდიშებით უნდა თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებას. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასული იმისათვის, რომ იქნებ ვინმე მოატყუონ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ქაოსური სიტუაცია შექმნან და იქნებ ამ ქაოსში, ამღვრეულ წყალში გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ხალხს ძალიან კარგად ესმის, სად არის სიმართლე და ზუსტად იციან რა არის პრობლემებია ქვეყნის წინაშე. ზუსტად იციან ჩუღურეთში, რომ მნიშვნელობა აქვს დიდუბის ტყე-პარკს, ზუსტად იციან, რომ საბურთალოზე საგანგებო მნიშვნელობა ექნება ცენტრალურ პარკს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი აშენებს. ზუსტად იციან, რომ ეს კონკრეტული ადამიანი აკეთებს ამას ქვეყნისათვის და მისი შვილიშვილების ვერ მიიღებენ აქედან რამე დივიდენდს, მოგებას. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის კეთდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გია ვოლსკი საზოგადოებას პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად