გია ვოლსკი: საზოგადოება გაცილებით საღ პასუხებს იძლევა, ვიდრე ის მითითებები, რაც ოპოზიციის გარკვეული ძალებიდან მოდის

“საზოგადოება გაცილებით უფრო საღ პასუხებს იძლევა, ვიდრე ეს მითითებები, რაც ოპოზიციის გარკვეული ძალებიდან მოდის”.

ამის შესახებ პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ „კანონი და სამართლის ლიდერის“ თაკო ჩარკვიანის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა, რომ „ხალხი აქციებზე „ბოკერია -ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებად არ მიდის“.

როგორც გია ვოსლკიმ ჟურნალისტებთან განმარტა, მისი „პოლიტიკური სიმპატიები ნამდვილად არ არის მიმართული რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, თუნდაც მათ მიმართ, ვინც ერთმანეთს აგინებს“.

„არ მინდა, ძალიან ზედმეტად ხისტი ვიყო ჩემს კომენტარებში, ვინაიდან ეს რაღაც გულის მოოხებას უფრო ჰგავს, საქმიანად ვილაპარაკოთ. კარვების ქალაქი და დესტრუქციის ესეთი ხარისხი, რომელიც საქართველოში შეიძლება, შეიქმნას და ესენი რასაც გვპირდებიან, რასაკვირველია, კიდევ დამატებითი ანალიზის საფუძველს იძლევა და დასკვნების საფუძველს, შეუძლია კი ასე გამოხატულ პრორუსულ ძალას ასეთ გამოხატულ პროდასავლურობის დამჩემებელ ძალასთან ერთად შექმნას ის გარემო, რომელიც საქართველოს სჭირდება. მეორე საკითხია, სჭირდება კი საქართველოს დესტრუქციის ისეთი მასშტაბი, რომელიც მას დაანგრევს საბოლოოდ და ჩააგდებს ამ ოკუპანტი ძალის გავლენის ქვეშ, უფრო მეტად დაუქვემდებარებს იმ დესტრუქციულ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს, სჭირდება კი ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ერთადერთი პრაქტიკულად დასაყრდენი ძალა ამიერკავკასიაში, იყოს შერყეული. აქედან გამომდინარე, საზოგადოება გაცილებით უფრო საღ პასუხებს იძლევა, ვიდრე ეს მითითებები, რაც ოპოზიციის გარკვეული ძალებიდან მოდის. თუკი ვინმე ამას ეწინააღმდეგება, საწინააღმდეგო კომენტარები და განცხადებები საღი გონებით არის გაკეთებული, თუმცა იცით, რომ ჩემი პოლიტიკური სიმპატიები ნამდვილად არ არის მიმართული რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, თუნდაც მათ მიმართ, ვინც ერთმანეთს აგინებს, რადგან ეს გინებაც საკმაოდ ბევრი იყო სულ ახლახან და რაღაც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შეკრებილი ძალა აშკარად გრძნობს, რომ გავლენა და დაქვემდებარება არის მთავარი ამოცანა, რომელსაც სააკაშვილის ხედვა გულისხმობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...