გია ვოლსკი: რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25-მეტრიანი დისტანციით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით ამომრჩეველზე გავლენა მოახდინოს

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით, სპეკულაციები გაცილებით მეტია, ვიდრე რეალობა და ოპოზიციის მოთხოვნები ხშირად კომიკურია.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს  საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც კენჭისყრის შენობიდან კოორდინატორების დისტანცია 25 მეტრი უნდა იყოს.

„სპეკულაციები გაცილებით მეტია ვიდრე რეალობა. არავინ არავის არ შეზღუდავს, ვერ შეზღუდავს და იქნება სრული ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის. ეს არის ფაქტი. არის რაღაც ფინანსური ანგარიშგების აუცილებლობის შესახებ, მედია საშუალებების. ორგანიზება ამისიც შეიძლება. არაფერი დაძაბულობა არ იქნება, თუ არ შექმნიან ხელოვნურად. არავის მიზანი არ არის, რომ არჩევნების დროს რაიმე გაუგებრობა მოხდეს, მითუმეტეს არჩევნების წინა პერიოდში. მოთხოვნები ხშირად იმდენად კომიკურია, თუნდაც დისტანცირებასთან დაკავშირებით. რომან გოცირიძემ თქვა თუ არ დავაშორებთ საარჩევნო უბანსო, დისტანცია დიდი თუ არ იქნება, ადამიანებზე შეიძლება თვალებით იმოქმედოო, პირდაპირი გაგებით. თვალებით და შემდეგ ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინო ადამიანებზე შეხედვით. რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25-მეტრიანი დისტანციით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით ამომრჩეველზე გავლენა მოახდინოს. ითხოვენ 500 მეტრს, რომელსაც საქართველოს ფართობი არ ეყოფა. ძალადობის გამოცდილება ჰქონდათ თვითონ. ამხელა რაოდენობაა მეთვალყურეების, მთელი მსოფლიო ყურადღებითაა საქართველოს მიმართ და ეს მათ არ აწყობთ. მოგონილი ისტორიებით ცდილობენ, რომ საზოგადოება დაზაფრონ”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად