გია ვოლსკი: თუ ვინმე რესურსს ხარჯავს, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდეს,  არის „ქართული ოცნების“ გუნდი

“დღეს ვინმე თუ ცდილობს და რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით ჩატარდეს, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი“.

ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს.

მისი თქმით, თავდასხმები ოპოზიციაზე იქნება,თუ ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„მართალი გითხრათ, ანგარიშს მთლიანად არ გავცნობივარ, მაგრამ მოარული ხმების მიხედვით იმის თქმა, რომ ვიღაცამ განაცხადა, რომ ვიღაცისგან ინფორმაცია მიიღო, რომ ვიღაცას თითქოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან, ეს არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური ანგაჟირებულობის მაჩვენებელია. გარდა ამისა, თუ დღეს ვინმე ცდილობს და რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით ჩატარდეს, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი. აქედან გამომდინარე, თავდასხმები ოპოზიციაზე იქნება თუ ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ისეთ სფეროში, რაც ჯანსაღი დებატების სფეროს არ წარმოადგენს, არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად