გია ვოლსკი: რაც უფრო არარეალურია “ნაცმოძრაობის“ რევოლუციის თემა, ნინო ლომჯარია უფრო კაპასი ხდება

რაც უფრო შორი და არარეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციის თემა, ნინო ლომჯარია უფრო კაპასი ხდება. მისი განცხადებები შეუსაბამოა იმ სტატუსთან, რომელიც პარლამენტმა ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით მას მისცა. ის დებულება, რაც დამტკიცდა და ის ფიცი, რაც დადო, აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ სარკაზმთან, ღლიცინთან და სულელურ განცხადებებთან, რომელიც უკავშირდება გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, მის სტატუსს და ავტორიტეტს. ვეღარ გავიგე, ვინ არის მისთვის ავტორიტეტი. სააკაშვილი ავტორიტეტია, ეს უკვე ფაქტია. იქნებ, მეგის ქარდავაა ავტორიტეტი ან ნებისმიერი სხვა, ვინც ჩაიდინა დანაშაულები.” – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა

“ამასთან დაკავშირებით შეიძლება, უსასრულოდ ვიდავოთ, ეს გემოვნების საკითხია, მაგრამ გემოვნების იქით არსებობს კიდევ რეალური მოცემულობა, ვისზე და რატომ საუბრობ. იმ პარტიაზე საუბრობ, რომელმაც 48%-მდე ხმები მიიღო, რომელიც პარლამენტში უმრავლესობაა და რომელსაც საზოგადოების მანდატი აქვს. ამ პარტიის ხელმძღვანელზე საუბრობ ასე აგდებულად. უფრო მეტიც, რაღაც გარკვეულ ჯგუფში ღლიცინში იღებ მონაწილეობას და ალაიქებ მის მიმართ უშნო და სარკასტულ გამონათქვამებს, უკბილო ხუმრობებს. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ დაეცა ეს სტატუსი, რომელიც უნდა ახასიათებდეს სახალხო დამცველის პიროვნებას, თორემ ინსტიტუტის მიმართ ყველას უნდა ჰქონდეს მორიდება.

მე მახსოვს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც ხელჯოხებით სცემეს სააკაშვილის პოლიციელებმა და ზუსტად იცოდნენ, ვინ იყო. გაუგონარი რამ მოხდა. ჩვენი სიტყვიერი კამათი არ უნდა გადაიზარდოს რაიმე დაპირისპირებაში, რომელიც მოიტანს ცუდ შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მისი მოქმედებები რეალურად არ შეესაბამება იმ სტატუსს, რომელიც მას აქვს“, – განაცხადაა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს “არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არც ერთ ქვეყანასთან დასავლეთში”.

კომენტარები
იტვირთება...