გია ვოლსკი ოპოზიციაზე: ზოგი ხიბლის ცოდვაშია ჩავარდნილი

„გამომსვლელები, ოპონენტები თუ არ მივიღებთ მხედველობაში გარკვეულ ცოტა პოპულისტობისკენ გადახრილ შეძახილებს, რეალობაში კონსტრუქციულები არიან. თუნდაც, კრიტიკაში, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგი ხიბლის ცოდვაშია ჩავარდნილი, მაგალითად, თუკი მიაჩნიათ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მათ აღელვებთ ან თუკი მიაჩნიათ, რომ დებატებში შეიძლება გამოვიდეს ადამიანი და დებატებში შევიდეს მეორე ადამიანთან ისე, რომ მისი ამომრჩეველი ამას არ ურჩევდეს და პირიქით”.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის  ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა.
” მიაქციეთ ყურადღება, წინასაარჩევნო პერიოდში რა პროცესები მიდის და სამწუხაროდ, მივალთ იქამდე, რომ მავნებლობა და დესტრუქცია არის ერთ-ერთი საგანგებო რესურსი, რომელსაც იყენებს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი. ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ ფულს ვიხდით იმაში, რომ ადამიანმა აღიაროს, რომ ვითომ კორონავირუსი აქვს, ახლა წამოვიდა უკუპროცესი და გვეუბნებიან, რომ, საზოგადოებას ატყუებენ, რომ თითქოსდა ბევრია კორონავირუსით დაავადებული და ჩვენ ამას ვმალავთ. ხან ექიმების ხალათებს მიღმა ვიმალებით და ხან ექიმები არიან მთავარი სალანძღავი ობიექტები. აი, ეს არის რეალობა და მეორე, რაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ვერ გამოიყენეს, გახსოვთ, ამის თაობაზე რა აჟიოტაჟი იყო ატეხილი და ვერ გამოიყენეს ფაროსანას თემა და დააზიანეს ქვეყანა, „ც ჰეპატიტის“ თემაზე გახსოვთ, რა ამბავი იყო და საზოგადოება ამ სისულელეს არ აყვა, ვერ შემოიჭრნენ პარლამენტში, არ დაგვიწესა ბოლოს და ბოლოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები, როგორც ამას მოითხოვდნენ და როგორც ამაზე ოცნებობდნენ ოპონენტები. მსოფლიო ბანკის რეიტინგები არ დარჩა არცერთი, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციაზე არ დგას. და აქედან გამომდინარე, რაც უფრო პოზიტივში იქნება საქართველო ამ ურთულეს პირობებში მოხსენიებული, მეტი გააფთრებით იქნებიან შემოსეულები რეალობას ის სვავები, რომლებიც ხანდახან, განცხადებებით და ხანდახან, თავისი მართული საინფორმაციო საშუალებებით უტევენ ქვეყნის იმიჯს და სტაბილურობას, ისედაც ურთულეს პირობებში მყოფი ქვეყნის. ახლა ცდილობენ, როგორმე სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების გარკვეული ასპექტების ექსპორტირებას საქართველოში და ამაზე მეტყველებს სააკაშვილის კიდევ ერთი მავნებლური განცხადება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, რეგიონში მშვიდობა დამოკიდებულია, მნიშვნელოვანწილად, რასაკვირველია, ორ მხარეზე, რომლებიც არიან ამ ურთულეს კონფლიქტში ჩართული და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებზე და აქედან კიდევ ერთხელ შეიძლება მათ მივმართოთ, მაგრამ, რეალურად, ამ თემის გამოყენება, ამ თემის ექსპლუატაცია, როგორმე საქართველოში არიონ სიტუაცია, არის ის ნათელი მაგალითი თუ რატომ აქვთ დაბალი რეიტინგი. და მთავარი შეტევა ხორციელდება საქართველოზე იმ მიმართულებით, რომ როგორმე არასწორი ინფორმაცია გავიდეს გარეთ, თითქოსდა ხელისუფლების ხელწერაა, მაშინ, როდესაც საპირისპირო პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, რომ როგორმე ზეწოლა მოახდინოს ამომრჩეველზე და პოლიტიკურ ოპონენტზე – არათუ ტყუილია, არამედ უზნეო ტყუილია და ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ სტრატეგიულ მიმართულებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად