გია ვოლსკი ოპოზიციაზე: უზნეობა რომ ვუწოდოთ, ისიც აღარ არის საკმარისი იმის შესაფასებლად, რასაც ესენი სჩადიან

“კრიზისსა და დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობისთვის არა თუ დახმარება გაუწევიათ ოდესმე, არამედ წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ”.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც  პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის დაბარებას ეხება.

„დღეს უზნეობა რომ ვუწოდოთ, ისიც აღარ არის საკმარისი იმის შესაფასებლად, რასაც ესენი სჩადიან, თუმცა თუკი რამე შეკითხვა დარჩა ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ეს ინტერპელაციაც ხომ ახალი სისტემით არის ჩამოყალიბებული. არც ეს ღირსებია არასდროს საქართველოს, რომ პრემიერი კი არა, რომელიმე მინისტრი ან სამსახურის უფროსი აბარებდეს ანგარიშს მთელ საზოგადოებას და პასუხობდეს ოპოზიციის შეკითხვებს, ან სად იყო საერთოდ ოპოზიცია, ფეხქვეშ გათელეს ყველაფერი და დღეს ამ სიკეთით სარგებლობენ. კარგიც არის ეს, რათა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე. თუ რამე შეკითხვებია, რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრმა ამაზე უნდა ისაუბროს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად