გია ვოლსკი ოპოზიციაზე: მათი საკრარული ოცნებაა, შეჭირვებული ხალხი დაარწმუნონ, რომ გაჭირვება შეზღუდვებმა განაპირობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა დღევანდელი გამოსვლების დროს გამოიკვეთა, რომ მათი საკრარული ოცნებაა, შეჭირვებული ხალხი დაარწმუნონ, რომ გაჭირვება შეზღუდვებმა განაპირობა.

„ამ გამოსვლების დროს ერთი მთავარი მიზანი გამოიკვეთა, მათი საკრარული ოცნებაა, შეჭირვებული ხალხი დაარწმუნონ, რომ გაჭირვება შეზღუდვებმა განაპირობა, ეს შეზღუდვები კი თავის მხრივ განპირობებული იყო არასწორი ეკონომიკური გათვლებით და რაც მთავარია, პოლიტიკური მოსაზრებებით, რომ თურმე მათი მომხრეები უნდა გამოვკეტოთ და ჩვენ მომხრეებს უნდა გავუხსნათ გზა საარჩევნო პუნქტებისკენ. ეს არის მათი მთელი კონცეფცია და ამაზე უნდათ, ააგონ მთელი თავისი დამოკიდებულება. რაც უფრო ხმამაღლა და უზრდელურად, უტიფრად გამოვლენ, ჰგონიათ, რომ მართლა რაღაც პროპაგანდისტულ გავლენას მოახდენენ ადამიანებზე. არ გამოდგა მათი გეგმა ფაროსანასთან დაკავშირებით, გახსოვთ, რა სიხარული და ჟივილ-ხივილი იყო. იგივე ჭიაბერაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა ის ჯანდაცვის მინისტრი იყო, რამდენი ადამიანი ჯანმრთელობის გამო გარდაიცვალა თუნდაც ციხეებში და გამოდის და უტიფრად აცხადებს, რომ ჩვენ თურმე, ცე ჰეპატიტის პროგრამა ჩამოგვეშალა. ეს არის კონცეფცია და მათი სახე.

ვერც სანქციები დაგვიწესეს, რა ჟივილ-ხივილი და რა მოლოდინი იყო ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ამ პირობებში, როდესაც საქართველომ სამშვიდობოზე მოახერხა გასვლა, როგორ ერთი სული ჰქონდათ, სანქციები დაეწესებინათ ჩვენს მიმართ, კონკრეტული ადამიანების, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ. საერთოდ დაგმობას ელოდებოდნენ ამ პოლიტიკის, საარჩევნო პერიოდის, ახლანდელი პერიოდის, ამ განხილვების, სადაც ჩვენ ძალიან სწორ ხაზზე დავდექით, სადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მივიღეთ. რევოლუცია მოინდომეს, ამანაც არ გაამართლა, ყველამ დაინახა, რომ საგარეო კურსი არა თუ უცვლელია, არამედ გაცილებით უფრო ძლიერია ჩვენი მონაწილეობა ყველაფერში, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოვალეობებით არის ჩვენ მიმართ განსაზღვრული. ამანაც ვერ გაამართლა და მათდა სასიხარულოდ ისედაც დაპირისპირებულ და უამრავი პრობლემით გადატვირთულ მსოფლიოში გამოჩნდა კორონავირუსი. იქნებ, აქ შევძლოთო და ეკონომიკის დარგი დავიწუნოთ, ჯანდაცვის დარგი დავიწუნოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად