გია ვოლსკი ოპოზიციაზე: მათი პოლიტიკური ლაქლაქი აჩვენებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სწორ პოზიციაზეა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა აღარ იციან, საერთაშორისო თანამეგობრობის კომენტარებს რა განმარტება მოუძებნონ.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების კომენტირებისას განაცხადა და განმარტა, რომ ოპოზიცია ახლა იშველიებს იმას, თითქოს მათთვის მთავარი საზოგადოებაა.

„გეგონება, ამ ხალხისთვის ოდესმე უზრუნიათ, რამე გაუკეთებიათ ვინმესთვის – პენსიონერისთვის, მეომრისთვის, მასწავლებლისთვის ან ფერმერისთვის. ქვეყანა უკან დაწიეს, ამდენი წელი სადისტურ მმართველობაში გაატარეს. ახლა იმას იშველიებენ, თითქოს, საზოგადოება მათთვის მთავარი იყოს. მათი პოლიტიკური ლაქლაქი აჩვენებს ერთ რამეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სწორ პოზიციაზეა და ეს პოზიცია განპირობებული არ არის ემოციით, განპირობებულია გარკვეული მონაცემებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ახლდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად