გია ვოლსკი ოპოზიციაზე: ხშირად, ე.წ. ივენთებს აწყობენ ხელის მოწერის, ხან განცხადებების და თითქოს, ხელისუფლების სათავეში უკვე მოსულები არიან

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ძალოვანი უწყებების რეფორმის თაობაზე გაფორმებული შეთანხმება, პროპაგანდისტული ფანდია.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, ოპოზიციური პარტიები საკუთარი პარტიული ორგანიზაციების ზედაპირზე შენარჩუნებას ცდილობენ.

„ვიღაცამ ირონიულად თქვა, რად უნდათ მემორანდუმი, სიტყვა თქვან, ეს ხომ ის ხალხია, სიტყვას არასდროს რომ არ არღვევს და ფურცელზე ხელმოწერა რა საჭიროაო. ეს ხუმრობაა, მაგრამ რეალობაა ის, რაც უნდა გავაანალიზოთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი პარტიული ორგანიზაციების ზედაპირზე შენარჩუნებას ცდილობენ. აქედან გამომდინარე, ხშირად, ე.წ. ივენთებს აწყობენ ხელის მოწერის, ხან განცხადებების და თითქოს, ხელისუფლების სათავეში უკვე მოსულები არიან. რასაკვირველია, ეს ტრიუკი პროპაგანდისტული ფანდია და ამ ყველაფერზე საზოგადოებას საკმაოდ მკაფიო სურათი აქვს. არ მგონია, ვინმე შეაცდინონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პარტიებმა – „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“ და „გირჩი“ მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს.

როგორც ოპოზიციურ პარტიებში განმარტავენ, შეთანხმება გულისხმობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის გაზრდის მიზნით, არაერთი რეფორმის განხორციელებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად