გია ვოლსკი: სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა

“არც გიგი უგულავა და ოქრუაშვილი არ იქნენ უდანაშაულოდ ცნობილი და ამაში ხელისუფლებას არანაირი როლი არ მიუძღვის. არც არსებობს, მაშინ გვიკარნახეთ, რა მექანიზმი არსებობს, რათა ხელისუფლებამ სასამართლოდან გაათავისუფლოს ან საკნის კარი გაუღოს ნებისმერ კონკრეტულ ადამიანს.“

ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდა და სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით მიიღებს გადაწყვეტილებას, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა.

„პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში მათი მმართველობის დროს იყო. კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებასაც, დაჭერასაც, წამებასაც, სიკვდილსაც და მათ გაპარტახებას, ქონების წართმევას ნამდვილად ისინი წყვეტდნენ ხელისუფლებაში. ეს დრო აღარ არის. სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა.

არც გიგი უგულავა და ოქრუაშვილი არ იქნენ უდანაშაულოდ ცნობილი და ამაში ხელისუფლებას არანაირი როლი არ მიუძღვის. არც არსებობს, მაშინ გვიკარნახეთ, რა მექანიზმი არსებობს, რათა ხელისუფლებამ სასამართლოდან გაათავისუფლოს ან საკნის კარი გაუღოს ნებისმერ კონკრეტულ ადამიანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ  8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და შეწყდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება – ოპოზიციური პარტიების განცხადება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად