გია ვოლსკი: “ოცნებაზე” პოლიტიკურ შეტევას ხშირად მედია უწყობს ხელს

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“არის საკითხები, რომელიც ზედაპირზე დევს. ადამიანმა გაიტანა 50 მილიონის აქციზი და არ შემოუტანია თანხა ბიუჯეტში. ეს არის რეალობა. მეორე რეალობა ისაა, რომ ბანკებს მიმართეს და რამდენიმე ათეული მილიონი დავალიანება აქვს. მესამე რეალობა ის არის, რომ ობშორულ ზონაში შექმნა კომპანია და 1,7 მილიონის წართმევას აპირებს ივანიშვილს, რომელმაც არაერთი მილიარდის ინვესტიცია გააკეთა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: “ამბობთ, რომ “ომეგა ჯგუფის” სკანდალია და “ქართულ ოცნებასთან” არ არის დაკავშირებულიო, მაგრამ რა ვუყოთ გაჟღერებულ გვარებს? ივანიშვილი, უჩა მამაჩაშვილი, ოთარ ფარცხალაძე”.

კითხვაზე ვოლსკი ასე პასუხობს:

“აღარ გინდათ ჩამოთვლა. გავიგე, რომ ჩემს გადაფარვას ცდილობთ. დავილაპარაკოთ, ჩავიწერ და იმდენ გვარს დავასახელებ, რომ ტრამპიც მოხვდება მათ შორის ამერიკის სკანდალზე ვილაპარაკოთ მაშინ და რესპუბლიკური პარტიის. ეს არის პოლიტიკური შეტევა “ქართულ ოცნებაზე”. რომელსაც ხშირ შემთხვევაში ხელს მათ შორის მედიის წარმომადგენლები უწყობენ ხელს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად