გია ვოლსკი: ნავალნი ​არ არის ის პიროვნება, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას ეხმაურება და საკითხის შეფასებისას პარალელს ავლებს ვლადიმერ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც თავად არის სამართლებრივ დევნაში.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განმარტა, პუტინი ოპოზიციონერებს დევნის და ეს მმართველი გუნდის წევრის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის “ხელწერაა”.

რაც შეეხება უშუალოდ ნავალნის, ვოლსკი ამბობს, რომ პოლიტიკოსი საქართველოს მიმართ პოზიტივს არ გამოხატავდა და ოკუპაციასთან დაკავშირებით მძიმე განცხადებებს აკეთებდა.

“ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა, როგორც მახსოვს, საქართველოს მიმართ, მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები შემოიჭრა საქართველოში. იგივე იყო უკრაინის, ყირიმის მიმართ და ამ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციონერს ასე არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, რაც სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში, ნავალნი ​არ არის ის პიროვნება, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა – პირიქით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 17 იანვარს, ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნდა და “შერემეტევოს” აეროპორტში დააკავეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად