გია ვოლსკი: “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა, რომ პოლიტიკური თამაშის წესი თავს მოახვიოს საზოგადოებას

“ნაციონალურ მოძრაობას” უნდა, რომ პოლიტიკური თამაშის წესი თავს მოახვიოს საზოგადოებას. ეს არის რეალობა”.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თანახმად, ” გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ოპოზიციისთვის საბაბია

“რურუას საკითხს სასამართლო იხილავს და სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. რა მოხდა მომავალში ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ყველამ ვიცით, რომ არის სასამართლო და არის კონკრეტული ბრალდება.”ნაციონალურ მოძრაობას” უნდა, რომ პოლიტიკური თამაშის წესი თავს მოახვიოს საზოგადოებას. ეს არის რეალობა,”- განაცხადა  გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ღამის კურიერში” განაცხადა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ოპოზიციისთვის საბაბია.

მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა დაუჭიროს ოპოზიციამ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს.

იუსტიციის მინისტრმა “რუსთავი 2-ის” ეთერში ისიც თქვა, რომ პრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ იმ დღეს შეიტყო, როდესაც ეს სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად