გია ვოლსკი: მტერი უნდა იყო ადამიანის, ხელისუფლებას მიუთითო, რომ ეს მოსყიდვას წარმოადგენს

“მე ვფიქრობ, მტერი უნდა იყო ადამიანის, ხელისუფლებას მიუთითო, რომ ეს მოსყიდვას წარმოადგენს”.
ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოსლკი ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალური დახმარებების ახალი პაკეტი მოსახლეობის წინასაარჩევნო მოსყიდვაა.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, ძალიან რთული პერიოდია საქართველოში, მთელ მსოფლიოში. არის ეკონომიკის ვარდნა.

“17%-მდე იყო ეკონომიკის ვარდნა აპრილსა და მაისში. ახლა ნაკლებია, მაგრამ ეკონომიკა ძალიან რთულ ვითარებაშია. საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ არსებული სოციალური პროგრამები გაგრძელდეს და კიდევ დაემატოს თუნდაც ანაზღაურება, შევსება ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადის იმ ხალხისთვის, ვინც არ და ვერ ხარჯავს მეტს და სოციალურად შეჭირვებულია. ასევე ბავშვებისთვის, ყველას შეუძლია მიმართოს. მე არ ვურჩევდი იმ ადამიანებს, ვინც ასე თუ ისე ფინანსურად მძლავრად არიან ეს მიმართვები გააკეთონ. ბავშვებს სექტემბრისთვის დახმარება სჭირდებათ, არამარტო ბავშვებს, სტუდენტებს. არის კიდევ დახმარების მთელი რიგი მიმართულებები, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება მოსყიდვად. მე ვფიქრობ, მტერი უნდა იყო ადამიანის, ხელისუფლებას მიუთითო, რომ ეს მოსყიდვას წარმოადგენს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ,  პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნების წინ სოციალური დახმარებების მესამე ეტაპი დააანონსა. დახმარებები რამდენიმე მიმართულებით გაიცემა, მათ შორის:

თვითდასაქმებულები, რომლებმაც საკმარისი დოკუმენტების შეგროვება ვერ შეძლეს, სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ; ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს; 18 წლამდე ბავშვები და მოზარდებ ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ;

სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს ერთი სემესტრის და ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად