გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ჟურნალისტურ გამოძიებაზე: ყველა დანაშაული რეალურია

„არცერთი საკითხი, რომელსაც ეს ჟურნალისტები აყენებენ, არ არის ჰაერიდან მოტანილი ან გამოგონილი, ყველა დანაშაული რეალურია და ამ დანაშაულებებთან დაკავშირებით ყველა საქმის კურსშია მთელ მსოფლიოში“.

ასე ეხმაურება  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი უკრაინაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ მიმდინარე ჟურნალისტურ გამოძიებას.

„მე შევაფასებდი ამ უკრაინელი ჟურნალისტების საქმიანობას ისე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, რომელ პოლიტიკურ პოლუსზეც არ უნდა ვიმყოფებოდეთ. უკრაინელებმა ახლა დაიწყეს იმაზე საუბარი, რაც მსოფლიოში ყველასთვის ნათელია. უბრალოდ, ბოლო პერიოდში გაამწვავა სააკაშვილმა რიტორიკა და საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა სხვა ქვეყნის-საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევის საკითხებთან დაკავშირებით. ამან გამოიწვია ინტერესის გაზრდა მისი პერსონის მიმართ. არცერთი საკითხი, რომელსაც ეს ჟურნალისტები აყენებენ, არ არის ჰაერიდან მოტანილი ან გამოგონილი, ყველა დანაშაული რეალურია და ამ დანაშაულებებთან დაკავშირებით ყველა საქმის კურსშია მთელ მსოფლიოში. რამდენად მწვავედ იქნება ეს აღქმული უკრაინის სამთავრობო სტრუქტურებში, მე ამას ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, მიზანი სწორედ ეს არის მათთვის, რომ ყურადღება მიაქციოს, გადაწყვეტილებებს მე ვერ ვუკარნახებ ზელენსკის კაბინეტს, მაგრამ რეალურად, ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ჩვენს ურთიერთობებს შორის, რომელიც საგანგებო, პრაგმატული და მნიშვნელოვანია, არ უნდა ჩადგეს ის გაუგებრობა, რასაც თვითონ სააკაშვილი ან მისი გარემოცვა წარმოადგენს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად