გია ვოლსკი მარგველაშვილზე: სამართლიანი შეფასების გარეშე პოლიტიკოსი ვერ ივარგებს

სამართლიანი შეფასების გარეშე ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ივარგებს და მათ შორის, არც მარგველაშვილია გამონაკლისი”- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, სამართლიანი შეფასების უნარის გარეშე ვერც ერთი პოლიტიკოსი ივარგებს:

“არ ვიცი რამდენი ამომრჩეველი ეყოლება, მაგრამ გუშინ ვუსმინე და ძალიან მდარე ტყუილი თქვა, მე ვიტყოდი უზნეოც ტყუილიც იმის თაობაზე, რომ არაფერი არ ხდებოდა 20 ივნისს და სახელმწიფომ იძალადა თავის მოქალაქეებზე. სამართლიანი შეფასების გარეშე ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ივარგებს და მათ შორის, არც მარგველაშვილია გამონაკლისი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მე-4 პრეზიდენტი პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად