გია ვოლსკი: მამუკა ხაზარაძის არაკორექტულობა ზღვარს სცილდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მიმართ არაკორექტული განცხადება გააკეთა.

„მანდილოსანია თუ კაცია, მნიშვნელობა არ აქვს, როცა საუბარია დიდი პროექტების რეალიზაციაზე. მამუკა ხაზარაძის არაკორექტულობა ზღვარს სცილდება და აქცენტებს აკეთებს მის დამოკიდებულებაზე საკითხების მიმართ. თუ საკითხებზე რაიმე საკამათოა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ აგდებული ტონი და ქალების მიმართ თემის ხაზგასმა არაკორექტულია და არც მამაკაცურია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ: მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად