გია ვოლსკი: კალაძეს ხომ არ უთქვამს, ხაზარაძემ ხაჭაპური გამოაცხოსო?!

“ხაჭაპური გამოაცხოსო ხომ არ უთქვამს”, – ასე ეხმაურება თბილისის მერის კახა კალაძის მამუკა ხაზარაძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში”.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სხვა რამე თქვა და შესაძლოა უფრო მეტიც.

“დაახლოებით იგივე თქვა ხაზარაძემაც. პოლიტიკური ლიდერია ხომ ისიც? თურმე ჩვენს გუნდს არ აქვს გონებრივი შესაძლებლობები ისეთი, რომ ხაჭაპურის გამოცხობაზე უფრო მეტ თემაზე იფიქროს. მერე კოჟორიძემ თქვა, რომ გია ვოლსკიმ გამოაცხოს ხაჭაპურიო. შევადაროთ ერთმანეთს, რეალობა ხომ სულ სხვაა.

მე ასე მგონია, რომ გონებრივი შესაძლებლობა, აქ არ არის საუბარი ადამიანის ჩამორჩენილობაზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის შესახებ განაცხადა: ხაზარაძე ანაკლიის პროექტს ვერ განახორციელებს, ამის არც ფინანსური და არც გონებრივი რესურსი აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად