გია ვოლსკი: ირაკლი კობახიძე საკმაოდ დადებითი ადამიანია, არავითარი სიხისტე არ ახასიათებს თუ არ ეხება პრინციპულ საკითხებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განცხადებით, ირაკლი კობახიძეს სიხისტე არ ახასიათებს თუ საქმე პრინციპულ საკითხებს არ ეხება.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა  ოპოზიციის შეფასებები ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით,  უსუსური და სასაცილოა.

„ირაკლი კობახიძეს აქვს შესანიშნავი მონაცემები კოორდინატორის, ორგანიზატორის. საკმაოდ დადებითი ადამიანია, არავითარი სიხისტე მას არ ახასიათებს თუ ეს არ ეხება პრინციპულ საკითხებს – ეს ყველას გვახასიათებს. მთავარი რაც უნდა იცოდეთ, ერთი ადამიანის ხასიათი, თუნდაც, ჩემი ხასიათი, გარკვეული ნაკლოვანებები არ განაპირობებს იმას, რომ შტაბი აირჩევს გარკვეულ მიმართულებას იმ ხასიათის მიხედვით, რომელიც გააჩნია რომელიმე ჩვენგანს. ასე რომ, ოპოზიციის ეს განცხადებები უსუსურიც არის და სასაცილოც. იუმორის გრძნობაც ბევრს გაგვაჩნია, გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე ჩვენი ოპონენტების რიგებში ადამიანებს აქვთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე გუშინ დაინიშნა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთელი და განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე აგრესიულობით გამოირჩევა.

გიგი წერეთელის შეფასებით, შტაბის ხელმძღვანელად კობახიძის დანიშვნა მანიშნებელია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია აგებული იქნება სიძულვილზე, ნეგატიურ გზავნილებსა და სერიოზულ დაპირისპირებაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად