გია ვოლსკი: გიგანტურ ხეებს ეყოლება ისეთი მომვლელი, რომელიც სჭირდება სპეციფიკურ მცენარეს

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მთავარია, რომ გიგანტური ხეები შენარჩუნებული იქნება ჩვენი თაობისთვის და ისეთი მომვლელი ეყოლება, რომლეიც სჭირდება ამ სპეციფიკურ მცენარეს. ამ უნიკალურ ხის ჯიშებს დენდროპარკში მოვლის მეტი პირობები ექნება.

ბუნებას მოსწყდა ადამიანი და რაც შეიძლება მეტი ტყე-პარკი უნდა გაშენდეს და ამ მიმართულებით. ბიძინა ივანიშვილს ამაში დიდი დამსახურება აქვს ისე, რომ არასდროს არავისთვის დაუყვედრებია”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ wild life-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა “ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, ჩემთვის ბუნება ენერგიის უმთავრესი წყაროა”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად