გია ვოლსკი: გაუგონარი რამ ხდება, ჟურნალისტი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილი უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს, მაგრამ არ ასახელებს ჩინოსნებს

„გაუგონარი რამ ხდება, რომ ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ თითქოს ფლობს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს, მაგრამ არ ასახელებს არც ამ ჩინოსნებს და არც ამ ინფორმაციის წყაროს. შეიძლება დავუშვათ და ესეც საკმაოდ სერიოზული დანაშაული მგონია, რომ იგი ხელს უშლის გამოძიებას  უარეს შემთხვევაში და მგონია, რომ ზუსტადაც ეგრეა, დესტრუქციული ძალები კვლავ იყენებენ თავის ტელევიზიას კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად“.

ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტს, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ფლობს გარკვეულ ინფორმაციას ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ჭირისუფალი.

„ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ თითქოს იგი ფლობს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა უპირისპირდებოდა მაღალჩინოსნებს, მაგრამ არ ასახელებს არც ამ ჩინოსნებს და არც ამ ინფორმაციის წყაროს. ანუ ერთის მხრივ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და ვფიქრობ, ასპროცენტიანი ალბათობით შეცდომაში შეყავს როგორც საზოგადოება, ასევე რაც განსაკუთრებით უზნეობაა, გარდაცვლილის ჭირისუფალი. ასე რომ, ამ შემთხვევაში, არც ლოგიკა არ კარნახობს ჩვენს ხალხს იმას, რომ შეიძლება მართლაც რაღაც სახელმწიფო ჩინოვნიკებთან იყო გარკვეული დაპირისპირება გარდაცვლილი ადამიანისა და ადამიანი, ვინც ამ ბრალდებას ასე უტიფრად წარმოთქვამს, უარს აცხადებს დასახელებაზე“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად