გია ვოლსკი გარეჯის საქმეზე: არ მიკვირს, თუკი გამოძიება დაადგენს და სასამართლო დაადასტურებს, რომ სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტების გარდა, სხვა პირებსაც დაეკისროთ პასუხისმგებლობა. 

ამ ის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ  არ გაუკვირდება, თუ სასამართლო სახელმწიფო ღალატს დაადასტურებს.

 

“თუკი დანაშაული არსებობს, რომ ამ ორ ადამიანს ეკისრა ის მძიმე შედეგების მქონე დანაშაული, რომელთანაც, სავარაუდოდ, გვაქვს საქმე, თუკი ეს დადასტურდა, მე ვფიქრობ, წრე იმ ადამიანების ვინც პასუხისმგებელია გაიზრდება. წინასწარი მონაცემებით, ის ადამიანები რომლებიც ყველაზე ხმამაღლა გაკივიან, არიან სწორედ ისინი, ვისაც უნდა მიექცია მეტი ყურადღება, სახელმწიფოს არ ჰქონოდა ასეთი ზარალი.

ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, არ მიკვირს, თუკი გამოძიება დაადგენს და სასამართლო დაადასტურებს, რომ სახელმწიფო ღალატს ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად