ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკადან წასვლის გადაწყვეტილება ამერიკელების მოთხოვნის შედეგად მიიღო.
„კრიმინალში ბრალდებული ადამიანი საუბრობს იმის შესახებ, რაც მას თავად ახასიათებს და სურს, სხვაზეც ასეთივე შთაბეჭდილება შექმნას. არ მგონია, სააკაშვილის სიტყვას ავტორიტეტი ჰქონდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკადან წასვლის გადაწყვეტილება ამერიკელების მოთხოვნის შედეგად მიიღო. მისივე თქმით, სწორედ ამერიკის სანქციების შიშის გამო გადააფორმა მან საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ფონდ “ქართუზე“.