გია ვოლსკი: განათლების სამინისტროსგან კულტურის მიმართულების გამოყოფა, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შესაძლოა, გაიყოს და კულტურის მიმართულება გამოეყოს.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ეს საკითხი განიხილება და დიდი ალბათობით, ასე მოხდება.

„მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მოსაზრებებიც არსებობს, მაგრამ რეალურად, საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე, რადგან არაჯანსაღ საინფორმაციო გარემოში არ შევქმნათ და არ მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, იმ გეგმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც შესაძლოა, უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული და ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და თავად განათლების მინისტრის პოსტის შევსება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად