გია ვოლსკი ემა ტუხიაშვილს: რატომ ვერ მოხერხდა კონგრესმენი მალინი გამოიყვანო და პირი ამოუკერო?

“ერთხელ კელი დეგნანმა თქვა, რომ კონგრესმენებს თავისი პოზიცია შეიძლება ჰქონდეს და სახელმწიფოს პოზიცია განსხვავებულია. ასე, რომ როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა აცხადებს ამას, დიპლომატიურად შესაძლებელია მოსთხოვო ამაზე განმარტება”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ერთხელ კელი დეგნანმა თქვა, რომ კონგრესმენებს თავისი პოზიცია შეიძლება ჰქონდეს და სახელმწიფოს პოზიცია განსხვავებულია. ასე, რომ როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა აცხადებს ამას, დიპლომატიურად შესაძლებელია მოსთხოვო ამაზე განმარტება. ელჩიც კი გამოიწვიო კონსულტაციებისთვის, რაც უკრაონასთან დაკავშირებით მოხდა.

მალინის განცხადებას ყველა ახსენებს, მაგრამ პომპეოს განცხადებას – არა. პომპეო, რომელიც სახელმწიფო დივანია და მხოლოდ მას და პრეზიდენტს შეუძლია სახელმწიფოს სახელით ილაპარაკოს, ასევე ელჩსაც”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა, რომ ასეთი ტერმინოლოგია გაქრეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოგზავნილ განცადებაში? – რაზეც გია ვოლსკი ასე პასუხობს:

“ანუ, რატომ ვერ მოხერხდა, რომ მალინი გამოიყვანო და პირი ამოუკერო და გააფრთხილო, რომ შენ მეორეჯერ ასეთი რაღაც არ თქვა? ამას მეკითხებით? მითხარით შემისწორეთ თუ ვცდებიო და შეგისწორებთ. 10 წელი აშშ-ის ოფიციალურ სტრუქტურაში ვმუშაობდი და ურთიერთობები გაცილებით უფრო მეტი მქონდა. როდესაც პარლამენტის წევრი, პოლიტიკოსი, იგივე შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ აშშ ექვემდებარება რუსეთს, ამბობდა ყოველ შემთხვევაში. ამის გამო საქართველოს ელჩს ვერ დაიბარებ სახელმწიფო დეპარტამენტში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად