გია ვოლსკი: დავით გარეჯთან დაკავშირებით ის ინფორმაციაა ჩვენთვის ცნობილი, რაც გაცხადებულია პროკურატურის მიერ

პარლამენტის პირველი ვიცე – სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო თემებს არ უკავშირდება. 

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ  საკითხი სახელმწიფო ინტერესებს ეხება და აუცილებლად უნდა გამოიძიონ.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით ის ინფორმაციაა ჩვენთვის ცნობილი, რაც გაცხადებულია პროკურატურის მიერ. წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ მოლაპარაკებები არ მიდიოდა მაღალ პროფესიონალურ დონეზე ისე, რომ დაცული ყოფილიყო სახელმწიფოს ინტერესები. მაგრამ ჩემი მოსაზრება და ჩემი ოპონენტების მოსაზრება აქ არაფერ შუაშია, არც წინასაარჩევნო თემები, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ:  საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურა: უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად