გია ვოლსკი: გვყავს ღირსეული პოლიციელების გუნდი, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას და სიცოცხლეს იცავენ

„წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნა ხელყოფილი“.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ორი დღის წინ, ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შეფასებისას.

მისივე განცხადებით, ქვეყანას ღირსეული პოლიციელების გუნდი ჰყავს, რომლებიც ადამიანების თავისუფლებას და სიცოცხლეს იცავენ.
„საგამომძიებლო პროცესი მიმდინარეობს და რატომ ვერ ხდება დამნაშავის ამოცნობა ეს კითხვა არარელევანტურია იმ რეალობასთან რომელიც გაგვაჩნია. საკმაოდ მომზადებული დამნაშავე მონაწილეობს ამ პროცესში, რომლის იდენტიფიკაციისთვის საკმაო საგამომძიებლო რესურსი იქნება დახარჯული. ვფიქრობ, რომ პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარდა და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ პოლიციის ხელმძღვანელობას, დაწყებული მინისტრიდან რიგით პოლიციელამდე დამთავრებული ჩვენ გვყავს ღირსეული ადამიანების გუნდი, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს სიცოცხლეს იცავენ. რასაკვირველია, სიცოცხლის დაცვა პოლიციის მთავარი ამოცანა იყო და მას საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი. საფრთხე იყო რეალური, თუმცა იმის მტკიცება, რომ სჯობდა განადგურებულიყო ყაჩაღი და საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ ადამიანების სიცოცხლე არის სწორედ ის ხელწერა, რომელიც გარკვეული ტიპის პოლიტიკურ სუბიექტებს ახასიათებთ. წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნა ხელყოფილი. დარწმუნებული ვარ, რომ ოპერაციის მეორე ეტაპი როგორიც არის დამნაშავის აღმოჩენა, ასევე წარმატებული იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად