გია ვოლსკი: ბუკნარში არავინ არ უნდა ეცადოს, დაძაბულ ვითარებაში ნავთი დაასხას ცეცხლზე, რომელიც უნდა ჩაქრეს

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, წარმატებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არიან კონფესიების წარმომადგენლები.

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, სოფელ ბუკნარში არავინ არ უნდა ეცადოს, დაძაბულ ვითარებაში ნავთი დაასხას ცეცხლზე, რომელიც უნდა ჩაქრეს.

„პროვოცირების ნიშნებიც არის და ეს ყველაფერი უსაფრთხოების ჭრილში უნდა იყოს განხილული. ეს ყველაფერი უპირისპირდება იმ შესანიშნავ ტრადიციებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მოსდევს. ქვეყანაში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება არასოდეს ყოფილა. ამას გვასწავლის ქართული ეკლესია, მართლმადიდებლობა, ტრადიცია და პატრიარქი. ამ სწავლებას უნდა მივყვეთ. ნებისმიერი, ვინც უპირისპირდება ამ პრინციპებს, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, სცოდავს ქვეყნისა და ტრადიციის წინაშე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...