გია ვოლსკი: არ მაწუხებს ნიკა მელიას პარლამენტში მოსვლა და ცრუპენტელობა

“დეპუტატმა ნიკა მელიამ სამართლებრივი პროცედურა დაარღვია, ამ საკითხზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მთავარი პროკურატურის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ რეაგირება მოხდება ნიკა მელიას სატელევიზიო გამოსვლასთან დაკავშირებით.

„ნიკა მელია პარლამენტში მოვიდა, სიტყვით გამოვიდა და როგორც ნახეთ, ამაზე რეაქცია არ გვქონდა. სამართალდამცველების გადასაწყვეტი რაც არის, მათ უნდა გადაწყვიტონ, ეს პოლიტიკოსებს არ ეხებათ. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეძახილები ნებისმიერ თემაზე ექნება, რაც ფეიკნიუსების გავრცელების მიზანს ემსახურება.

ეს მათი ტრენდია. თუ ნიკა მელიას გამოსვლის უფლება არ ჰქონდა, მაშინ სამართლებრივად იდავონ და სასამართლომ გადაწყვიტონ. თუ საჭიროა, საკონსტიტუციო სასამართლოც ჩართონ. პოლიტიკური დავა და ხელის გადაწევა უადგილოა, რადგან არ მაწუხებს, ნიკა მელიას პარლამენტში მოსვლა და თუნდაც, ტრიბუნიდან მისი გამოსვლა და ცრუპენტელობა. თუ სამართლებრივი საკითხებია მოსაგვარებელი, სასამართლო არსებობს და მან გადაწყვიტოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...