გია ვოლსკი 2008 წლის რეზოლუციაზე: ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც დღეს რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი განცხადებით, სწორედ  ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაზე დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობის დროს გაკეთებული ხელმოწერის გამო ებრძვის რუსეთი საქართველოს ჰააგის სასამართლოში.

“2008 წლიდან მოყოლებული ჯერ შიშით და 2012 წლის შემდეგ, სავსებით ხაზგასმით არაერთი ადამიანი, მათ შორის ისინი, ვისაც ოჯახის წევრები დაეხოცათ, მხოლოდ იმის გამო, რომ 7 აგვისტომდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსები ამაში არ მონაწილეობდნენ. ჯერ ეს იყო უშველებელი ღალატი და შემდეგ იმის ხელმოწერა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და იმის ხელმოწერა, რომ რუსეთმა მხოლოდ საპასუხო ქმედებები ჩაიდინა. ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც დღეს რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” ლიდრის, დავით ბაქრაძის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც  გუშინ, “ღამის კურიერში” ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციის შესახებ გააკეთა.

შეგახსენებთ, “ღამის კურიერში” სტუმრობისას “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა: “პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ეს საქართველოს ღალატი ნამდვილად არ არის და მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლობა”.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად