გია ვოლსკი 2008 წლის აგვისტოს საქმის შესახებ: მიიღეთ გადაწყვეტილება წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების “ნაცმოძრაობის” გამარჯვებად შერაცხვის მცდელობასთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმის დეტალებს სოცალურ ქსელში Facebook აქვენებს:

“რა ვითარება დაგვხვდა.
1. დაკარგული იყო და საქმეში არ იდო გორში აფეთქებული ბალისტიკური რაკეტა ისკანდერის ნარჩენები, რომელმაც 12 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა
2. მტკიცებულებად არ იყო გამოყენებული საჰაერო რადარის ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ომის დროს საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებდა და თავდასხებს მისი სამხედრო თვითმფრინავები ახროციელებდნენ;
3. მოპოვებული და გამოყენებული არ იყო რუსული ბომბებისა და ჭურვების განაღმვის დოკუმენეტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ რუსეთი ბომბავდა ქართულ დასახლებულ პუნქტებს;
4. საქმეში არ იყო სეისმური სადგურის ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებდა ომის პერიოდში ბომბებისა და ჭურვების აფეთქებებს;
5. წარდგენილი არ იყო სატელიტით გადაღებული მასალის შედარებითი ანალიზი, რომელიც ადასტურებდა საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას;
6. მტკიცებულებად გამოყენებული არ იყო სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში;
7. საქმეში არ იყო ვიდეო მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში;
8. წარდგენილი არ ყოფილა ქართველ ტყვეთა დაზიანებების ამსახველი მთელი რიგი ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები;
9. სადავო მტკიცებულებებზე წარდგენილი არ იყო ექსპერტიზის დასკვნები;
10. არ იყო ჩატარებული სათანადო მუშაობა მოწმეთა ჩვენებების შესაგრივებლად;
11. ამას დაუმატეთ ჰააგის გაეროს სასამართლოში ნაცხელისუფლების მიერ შეტანილი სრულიად არასრულფასოვანი სარჩელი, რის გამოც წარმოებაშიც არ მიიღეს;
12. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მათვე ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს.
აქედან გამომდინარე, მიიღეთ გადაწყვეტილება წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში”- წერს გია ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად