გია ვოლსკი: პოზიტიური თემების გადასაფარად მოგონილია თემაა, რომ გახარია მიდის და პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნის

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარიას პრემიერობიდან წასვლის თემა პოზიტიური თემების გადასაფარად არის მოგონილი.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ინტენსიურად, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეულია რომელიმე პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა – გახარია არათუ მიდის, არამედ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნისო.

“ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც, დღეს პარლამენტში იხილება და საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებზე „ნაცმოძრაობის“ პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის, ან თუნდაც იმ ინფორმაციის გადაფარვა, რაც აღელვებდათ და ასეთი სკანდალური განცხადებები ჰქონდათ კონკრეტულ ტელევიზიებს დენდროლოგიური პარკის გახსნაზე, ქუთაისის უნივერსიტეტზე. პოზიტიური თემების გადასაფარად მოგონილია თემაა, რომ გახარია მიდის და პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად