გია ვოლსკი გიგა ბოკერიას: შე ყეყეჩო ადამიანო!

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისა და „ევროპულ საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.

გია ვოლსკი გამოეხმაურა გიგა ბოკერიას განცხადებას, სადაც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “ოცნებას” თავის რიგებში ყავს კომუნისტური პარტიის წევრები, მათ შორის ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორი გია ვოლსკი.

როგორც გია ბოკერიას საპასუხოდ გია ვოლსკიმ განაცხადა, ადამიანებს, რომლებზეც ბოკერია საუბრობდა, ყავარჯნებით ადამიანები არ გაუუპატიურებიათ.

„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს, არა თუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებია, არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით, როგორც თქვენ ხართ”, – მიმართა გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას.

გიგა ბოკერიამ აღნიშნული ადგილიდან გააპროტესტა და მას უზრდელი და “ცეკას ინსტრუქტორი” უწოდა.

გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას ყეყეჩი უწოდა.

“შე ყეყეჩო ადამიანო გიგა ბოკერია”-მიმართა ვოლსკიმ ბოკერიას, რის შემდეგაც დაპირისპირებაში პარლამენტის თავმჯდომარე ჩაერთო და მან დეპუტატებს ემოციების მართვისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად