გია უკლება: ყოფილ თანაგუნდელებს მოვუწოდებ, საკრებულოში ფრაქცია ”ნაცმოძრაობა” დატოვონ

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გია უკლებამ პარტიიდან წასულ თანაგუნდელებს ფრაქციის დატოვება მოსთხოვა. მისი განცხადებით, დროა ამ ადამიანებმა "ნაციონალური მოძრაობის" სახელიც დატოვონ და ქუთაისის საკრებულოში მუშაობა ცალკე განაგრძონ. 

"მოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს, საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვონ  და ცალკე განაგრძონ მუშაობა. მათ ეს პირადად მოვთხოვე, თუმცა ჯერ ფრაქციის დატოვებას არ ჩქარობენ, ალბათ, ვერ ელევიან იმ ბენეფიტებს, რომელსაც პარტიის სახელით იღებენ",-განუცხადა გია უკლებამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოთხი წევრისგან შედგება. აქედან ორმა, პარტია დატოვა და ევროპული საქართველოს ლიდერს შეუერთდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად