გია ცაგარეიშვილი: “ოცნების” ლიდერებთან კომუნიკაცია მაქვს

კომუნიკაცია მქონია და მაქვს, – ასე პასუხობს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გია ცაგარეიშვილი “აიპრესის” კითხვაზე, კომუნიკაცია თუ ჰქონია ივანიშვილთან ან “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებთან.

კომუნიკაცია თუ გქონიათ ბიძინა ივანიშვილთან ან „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ამ დროის განმავლობაში?

კომუნიკაცია მქონია და მაქვს. აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესებში. დასამალი არაფერი მაქვს. სადაც კი მიმიწვდება ხელი, ყველგან ხელს შევუშლი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ხელისუფლებაში. კომუნიკაცია მაქვს ყველა იმ ადამიანთან ვინც დღეს არის ჩართული ამ ბრძოლაში. ივანიშვილთან არ მქონია, “ქართული ოცნების” ლიდერებთან კი მქონია და მაქვს.

გია ცაგარეიშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...