გია სოსანაშვილმა ირაკლი ფირცახალვას ვაზაგაშვილის აფეთქების წინა დღეს დაურეკა

„მე საერთოდ არანაირი მტკიცებულება არ გამაჩია. ერთადერთი შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს და თავს არ ცნობს დამნაშავედ. „ – ეს განცხადება გია სოსანაშვილის ადვოკატმა გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გადმოცემით, აღნიშნულ ადგილზე, სოფელში სადაც მოხდა ეს საზარელი დანაშაული, დაახლოებით 2-3 თვე არ ყოფილა. ის ჩასული იყო ახლობლის დედის გასვენებაში. მას თან ახლდა პატრულის 2 თანამშრომელი. აქედან გამომდინარე ის 2 პატრულიც დაიკითხება და შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებიდან დაადასტურებენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა მაშინ სახლში. ეს იყო 19 იანვარი, აღნიშნული დღესასწაული.

მოგეხსენებათ, ნათლისღების დღესასწაულის მილოცვა იყო გამოძიების დაწყების საფუძველი, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გადაურეკა მის ნაცნობს ირაკლი ფირცხალავას რომ მიელოცა აღნიშნული დღესასწაული. ისინი მეგობრები არ ყოფილან. უბრალოდ იყვნენ ნაცნობები. ერთ სისტემაში მუშაობდნენ ორივენი. ზარი იყო არა მარტო ირაკლი ფირცხალავასთან არამედ რამდენიმე თანამშრომელთან. აწ გარდაცვლილ პოლიციის თანამშრომელთან მამია ცნობილაძესთანაც.

ირაკლი ფირცხალავამ ზარზე არ უპასუხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს.“ – განცხადა ჯოგლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად