გია სოსანაშვილი: “დანაშაული მე არ ჩამიდენია”

გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალს ის არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.
"არ ვეთანხმები ბრალდებას, დანაშაული მე არ ჩამიდენია"- განაცხადა დღეს სასამართლოში გია სოსანაშვილმა. მას სხვა რაიმე სახის კომენტარი დღეს არ გაუკეთებია.
 
2015 წლის 9 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა იური ვაზაგაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
 
მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მასვე ბრალად ედება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება.
სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები.
აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება რამდენიმე, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების მოხდენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელშეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახე გამოიყენა.
 
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 2 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება".
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად