გია ყანჩელი: ხელისუფლებით კმაყოფილი არ ვარ… რუსულ კვალს ვხედავდი, იმედი მაქვს ვეღარ დავინახავ

ამის შესახებ კომპოზიტორმა გია ყანჩელმა “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ძალია მინდა, რომ აპოლიტიკურმა ადამიანებმა წარმართონ მომავალში ჩემი ქვეყნის ბედ-იღბალი. რა თქმა უნდა აქ ლაპარაკია პროპორციულ სისტემაზე, ლაპარაკია კოალიცურ მთავრობაზე. ყველა უბედურება მოდიოდა იქიდან, რომ იყო ერთპარტიული სისტემა, სადაც პარლამენტში უმრავლესობას შეეძლო ყველაფრის გაკეთება, ერთი ხელის აწევით. იმიტომ, რომ ეგენი იყვნენ ბევრად მეტნი. ეს მინდა მოისპოს. არ ვარ კმაყოფილი ჩვენი ხელისუფლებით და მიმაჩნია, რომ რაღაც ორმაგ პოლიტიკას თამაშობენ”, – ამბობს ყანჩელი.

კითხვაზე, ხედავს რუსულ კვალსა და გავლენებს? – პასუხობს, რომ რა თქმა უნდა.

“რა თქმა უნდა. აქამდე ვხედავდი და იმედი მაქვს, რომ ამის მერე ვეღარ დავინახავ”, – განაცხადა გია ყანჩელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...