გია ნოდია: თუ ობამასნაირ “რბილ” პოლიტიკას დაუჭერთ მხარს, ხანდახან ალეპოებსაც მიიღებთ

პოლიტოლოგი გია ნოდია ალეპოში არსებულ მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმიანება. გია ნოდია წერს, რომ მსგავსი უბედურების თავიდან აცილებას დასავლეთის რეგულარული პოლიტიკური ზეწოლა და პერიოდული ძალისმიერი ინტერვენციები სჭირდება. 

"მხვდება პოსტები, სადაც დასავლეთს აქტიურად აგინებენ იმისთვის, რომ ალეპოს ტრაგედიას ვერ აჩერებს, და ფარისებლობად უთვლიან სოლიდარობის სიმბოლურ აქციებს, როგორიცაა, მაგალითად, ეიფელის კოშკის რაღაც ხნით ჩაბნელება.

სავსებით გასაგები პათოსია და ემოციურად ვიზიარებ. მაგრამ ზოგიერთი ადამიანისგან მაინც, თვით ეს პათოსია ფარისევლური. ალეპოსნაირი უბედურებების თავიდან აცილებას სჭირდება დასავლეთის რეგულარული პოლიტიკური ზეწოლა და პერიოდული ძალისმიერი ინტერვენციები, ხანდახან პრევენციული ხასიათის. როცა დასავლეთი (ამერიკის ხელმძღვანელობით) ასეთ აქტიურ პოლიტიკას ატარებს, ლამის მთელი „პროგრესული კაცობრიობა“ დააცხრება, იმპერიალისტები ხართ, მცირე ერებს ჩაგრავთ, სინამდვილეში ყველაფერს ნავთობისთვის აკეთებთ, ისრაელის დუდუკზე თამაშობთ, ამით ტერორიზმის კიდევ უფრო ზრდას უწყობთ ხელს და ა.შ. ხოდა, აირჩიეთ, რომელი გინდათ, ბატონებო? თუ ობამასნაირ „რბილ“ და „გაწონასწორებულ“ პოლიტიკას დაუჭერთ მხარს, ხანდახან ალეპოებსაც მიიღებთ",-წერს გია ნოდია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად