გია ნოდია: სააკაშვილის ნეგატიური მითია ბოროტი გველეშაპი, რომელიც დაამარცხა “ოცნებამ”, მაგრამ ბოლომდე ვერ მოკლა

“არის სააკაშვილი რეალობა და არის სააკაშვილი მითი. ის ძირითადად არის მითი”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“მითი ორმხრივი, ასე ვთქვათ ორმაგი. ერთი მხრივ ეს არის მითი მისი მომხრეების თვალში, როგორც ზებუნებრივი ძალების მატარებელი. მითს შეუძლია ბევრი ადამიანი შეკრას. “ნაციონალური მოძრაობა” როგორც პარტია ფაქტობრივად ამ მითის გარშემო არსებობს.

მეორე მხრივ ის არის ნეგატიური მითი, ბოროტი გველეშაპი, რომელიც დაამარცხა “ქართულმა ოცნებამ” გმირულად 2012 წელს, მაგრამ ბოლომდე ვერ მოკლა და რომელიც საშინელ საფრთხეს უქმნის საქართველოს და რომელიც თავისი არსებობით ამართლებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნას”, – განაცხადა გია ნოდიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად