გია ნოდია სააკაშვილის განცხადებაზე: ამას ჰქვია პოპულიზმი

ამას ჰქვია პოპულიზმი, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნამახვენჰესთან დაკავშირებულ განცხადება პოლიტოლოგი გია ნოდია.

გია ნოდია სოციალურ ქსელში აზიარებს ნიუსს, სადაც სააკაშვილი ნამახვანჰესის შესახებ საუბრობს და თან ასეთი მინაწერი გაუკეთა: “აი ამას ჰქვია პოპულიზმი”.

შეგახსენებთ, გუშინ 28 თებერვალს ქუთაისში ნამახვენჰესის წინააღმდეგ დიდი აქცია გაიმართა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება მიხეილ სააკაშვილმაც გაავრცელა, სადაც სააკაშვილი წერს:

“თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირადაა აშენებული, რეალურად, დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ადამიანის საცხოვრებელი კლიმატის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება ბევრად პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთის ან ნებისმიერი მეზობელი ქვეყნისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა.

ხელები შორს ქართული ბუნებისგან, საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რათა ხალხისგან არ დაცალოს. რაც შეეხება ნამახვანს, ვიცით, რომელი კაცის ინტერესია ჩადებული, საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება. დარწმუნებული ვარ, საბოლო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში, ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი აღუდგება”, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...