გია ნოდია რადიკალურ ჯგუფებზე: “ოცნება” არჩევნებზე მათ განიხილავს საკვანძო მოკავშირეებდად

“ოცნება” არჩევნებზე მათ განიხილავს საკვანძო მოკავშირეებდად, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ “მთავარი არხის” ეთერში იმ რადიკალურ ჯგუფებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელთაც ჟურნალისტები სცემეს და ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს.

მისი ვარაუდით, საბოლოო ჯამში, ეს საკითხიც არჩევნებს უკავშირდება.

“მე მგონია, რომ საბოლოო ჯამშიც ესეც არჩევნებს უკავშირდება, სასოწარკვეთას ხელისუფლების მხრიდან. ანუ, ის ხალხი, ვინც სცემა ჟურნალისტები ან შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ აცემინა ისინი. როგორც ჩანს, ხელისუფლება მათ განიხილავს, როგორც საკვანძო მოკავშირეებს. ისევე როგორც გარკვეულ საეკლესიო ჯგუფებს. ამიტომ, მან ვერ გაბედა მოკავშირეების წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა. გასაგებია, რომ მას ეს ხალხი არჩევნებისთვის სჭირდება, მაგრამ ამავე დროს მან აჩვენა თავი, როგორც სრულიად დისფუნქციურმა ხელისუფლებამ.

როდესაც ვიღაცები ქუჩაში ადამიანებს სცემენ და თუ ამაზე ხელისფლების რეაგირება მინიმალურია და ეს ტედენციად იქცა, ეს არ შეიძლება ხელისუფლების რეიტინგსა და ნდობაზეც არ აისახოს. ამ შემთხვევაში ხელისუფლება თამაშობს ძალიან სახიფათო თამაშს, მათ შორის თავისთვის სახიფათოსაც, ქვეყნისთვის ხომ ცალსახად სახიფათოს”, – განაცხადა გია ნოდიამ.

კომენტარები
იტვირთება...