გია ნოდია: “ქართულმა ოცნებამ” ნამდვილად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ოპოზიცია

უფრო რაციონალურია ნაკლები ბოროტების არჩევა და კონსტიტუციური ცვლილებებისთვის ხმის მიცემა”-ამის შესახებ, პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

” ცხადია, რომ ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა თავისი დაპირება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ნაწილში.

მისი პოლიტიკური გაანგარიშება აქ შეიძლება იყოს ის, რომ ჩააგდოს კონსტიტუციური ცვლილებები ოპოზიციის ხელით.

მან ნამდვილად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ოპოზიცია: თუ დაეთანხმებიან კონსტიტუციურ ცვილებებს, „სახეს დაკარგავენ“, ანუ, თითქოს, ირიბად დაეთანხმებიან იმას, რომ ქართულმა ოცნებამ შეთანხმება შეასრულა, მაშინ როდესაც მთლიანობაში მას ის არ შეუსრულებია.

მაგრამ თუ ისინი კონსტიტუციურ ცვლილებებს ხმას არ მისცემენ, ისევ ქართული ოცნებისთვის სასარგებლო საქმეს გააკეთებენ.

რომელია მეტი ბოროტება?

იმის ალბათობის გაზრდა, რომ ქართული ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, არის იმის ალბათობის გაზრდაც, რომ ეს პოლიტპატიმრებიც დარჩებიან ციხეში და მათ სხვებიც დაემატებიან.

ამიტომ, უფრო რაციონალურია ნაკლები ბოროტების არჩევა და კონსტიტუციური ცვლილებებისთვის ხმის მიცემა.”-წერს გია ნოდია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად