გია ნოდია: პუტინი მზადაა უვიზო რეჟიმი, აფხაზეთის და ოსეთის ლეგიტიმურობის ფასად, მოგვყიდოს

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება საქართველოსთვის ვიზის გაუქმების შესახებ გულუბრყვილოდ მიიღო, რეალურად რუსეთი კი მზად არის ეს გარკვეულ ფასად გააკეთოს.

გია ნოდია ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:

"ქართულმა საზოგადოებამ გულუბრყვილოდ ჩათვალა, რომ პუტინი უვიზო რეჟიმის მოცემას აპირებს. ეს უყურადღებობის შედეგია. მან უფრო ბუნდოვანი რამ თქვა: რომ „მზადაა“ სავიზო რეჟიმი მოგვცეს. ამის შემდეგ ნაგულისხმევია სიტყვა „თუ“.

ეს სიტყვა ამ შემთხვევაში არ დაუყოლებია, მაგრამ როგოც მისი, ისე რუსი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების რიტორიკიდან ამ განცხადების გარშემო ეს იკითხება. ის მზადაა, სავიზო რეჟიმი მოგვყიდოს, ოღონდ რაღაც ფასად. რა არის ეს ფასი? როგორც მინიმუმი, ესაა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, რაც ნიშნავს (და თვითონაც ასე გაიგებს) აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმურობის აღიარებას: რაც იყო, იყო (თანაც საქართველოს და არა რუსეთის ბრალი იყო), ახლა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. მაგრამ ეს 2008 წლის შემდეგ სულ იყო რუსეთის პოზიცია: პუტინის განცხადებიდან არანაირად არ ჩანს, რომ ის შეიცვალა", – წერს ნოდია სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად