გია ნოდია: მიხეილ სააკაშვილი ვიცი, ვინც არის, მას სხვადასხვა რამე უთქვამს და მერე გადაუთქვამს

„პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება რვა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო. მერე ერთმა პარტიამ თავისი აზრი შეცვალა, დანარჩენი შვიდი კი ამ აზრს იზიარებს. ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეტი ხმა მიიღო, არ აიძულებს „ლელოს“, ან „ლეიბორისტებს“, რომ დაეთანხმონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან მიხეილ სააკაშვილს. ესენი არიან ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ასევე თვლიან, რომ ასე უნდა მოიქცნენ. ეს სწორია თუ არასწორი, სხვა საკითხია. შეიძლება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ პრინციპულად არასწორია იმის თქმა, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის აზრი განსაზღვრავს მთლიანად ოპოზიციის ხედვას“.

ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნოს იმაში, რომ პლებისციტს უნდა დათანხმდნენ.

„მიხეილ სააკაშვილი ვიცი, ვინც არის. მას სხვადასხვა რამე უთქვამს და მერე გადაუთქვამს“, – განაცხადა გია ნოდიამ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, ხელისუფლებამ ნება უნდა აჩვენოს და უნდა აღიაროს, რომ საქმე ცუდად არის.

„ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ საქმე კარგად არ არის, ნორმალურად არ არის და აღარ უნდა თქვას, რომ ოპოზიცია კრიმინალური დაჯგუფებაა“, – განაცხადა გია ნოდიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...