გია ნოდია: კობახიძე ოპოზიციას “გოიმებს” იმიტომ ეძახის, რომ კანდელაკმა ინგლისურად ვერ თარგმნოს

კობახიძე ოპოზიციას “გოიმებს” იმიტომ ეძახის, რომ კანდელაკმა ინგლისურად ვერ თარგმნოს და დასავლელ პარტნიორებთან ვერ დაიჩივლოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:

“გონება გამინათდა! კობახიძე ოპოზიციას “გოიმებს” იმიტომ ეძახის, რომ გიორგი კანდელაკმა ინგლისურად ვერ თარგმნოს და დასავლელ პარტნიორებთან ვერ დაიჩივლოს.

იმდენად ღრმა ჩანაფიქრია, რომ ძლივს გავშიფრე!” – წერს გია ნოდია.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას “გოიმი” უწოდა და თქვა, რომ მას ასეთი “გოიმური” ოპოზიცია არასდროს არ ახსოვს. პრემიერის პარლამენტის წინაშე წარსდგომის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ამ შინაარსის ფრაზა კიდევ ერთხელ გაიმეორა და თქვა, რომ პრემიერმა “გოიმური” ოპოზიციის წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად