გია ნოდია: ივანიშვილს პრეტენზია აქვს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ექსპერტი გახდა

ივანიშვილს პრეტენზია აქვს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ექსპერტი გახდა და ამით არის განპირობებული, როდესაც ამბობს, რომ “ოცნების” მხარდამჭერი აღარაა, მაგრამ იმასაც აცხადებს, რომ მმართველ პარტიას 4-5 წელი არაფერი ემუქრება, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუცხადა.

_ ივანიშვილმა გვითხრა ერთი მხრივ, რომ ის აღარ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მაგრამ მეორე მხრივ ამბობს, რომ “ოცნებას” 4-5 წელი არაფერი ემუქრება. ეს როგორ უნდა გავიგოთ?

_ მას [ბიძინა ივანიშვილს] პრეტენზია აქვს, რომ ახლა გახდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ექსპერტი და როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ექსპერტი ასე აფასებს ვითარებას, რომ 4-5 წელი არაფერი დაემუქრება “ქართულ ოცნებას”. დავიჯერებთ თუ არა ეს სხვაა და ის რამდენად სწორია ეს შეფასება, მაგრამ ასეთი შეფასება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც არ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი.

_ მან ისიც გვითხრა, რომ ევროპული ტიპის დემოკრატია გვაქვს, ეს როგორ ჟღერს? 

_ სასაცილოდ. მაგრამ აქაც ხომ არაფერი სიახლე არ უთქვამს?! როდესაც მოდიოდა, მაშინაც გვითხრა, რომ ევროპული ტიპის დემოკრატია გვექნება და ახლა ამბობს, რომ ყველაფერს მივაღწიე, რასაც ვგეგმავდიო. გასაგებია ესეც, ხომ არ იტყვის, რომ შეფარული ავტორიტარიზმია. ნეოლიბერალური დემოკრატია ევროპული ტიპისაა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად