გია ნოდია: არ გვაქვს კონკრეტული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ ჩაერევა

არ გვაქვს კონკრეტული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ ჩაერევა, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს და ყველაფერს იმეორებს. ნოდიას თქმით, წასვლაც კი გამეორებაა.

„არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე ახალი ეთქვა ამ ველში. ის იმეორებს ყველაფერს იმას, რასაც აქამდე ამბობდა და აკეთებდა. წასვლაც გამეორებაა. 2013-ში ის ერთხელ უკვე წავიდა. გასაგებია, რომ იფიცება, რომ პოლიტიკაში აღარ ჩაერევა და არ მოახდენს გავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე არ იყო პირველი წასვლის დროს. ის მაშინაც ამას ამბობდა, რომ როგორ გეკადრებათ, რას ამბობთ, რა არაფორმალური მმართველობა და ა. შ.

თეორიულად შეიძლება დავუშვათ, რომ მაშინ სხვა იყო და ახლა სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ კონკრეტული საფუძველი, რომ დღეს სხვანაირად იქნება, ასეთი საფუძველი არ გვაქვს”, – გვითხრა გია ნოდიამ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად