გია მურღულია: უზრდელობა უფრო სახიფათოა, ვიდრე მესამე მსოფლიო ომი

ამის შესახებ სოციალურ ქსელსში ფილოლოგისს დოქტორი, გია მურღულია წერს:

“ მცირე უტრირებით რომ ვთქვათ, უზრდელობა უფრო სახიფათოა, ვიდრე მესამე მსოფლიო ომი – პირველი ყოველდღე ანგრევს კაცობრიობას, მეორე, საყოველთაო განადგურების შიშის გამო, შესაძლოა არც არასდროს დაიწყოს – დაე, ასე იყოს.

ომი მომენტალური სიკვდილია, აღუზრდელობა – ხანგრძლივი.

ზრდილობა, რომელიც სიკეთის, სიყვარულის, ზნეობისა და პასუხისმგებლობის ბალანსია, ადასტურებს, რომ ადამიანში ღვთაებრივი ბუნებაა. უზრდელობა მიანიშნებს, კაცი ამ ბუნებით შემოხაზული წრის მიღმა ანუ გარეთ არისო (იქნებ სწორედ ამას გამოხატავს “გარეწრობა”).

“ადამიანურობის წრიდან” გასვლა კატასტროფაა პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვისაც.

დავით გურამიშვილის არ იყოს, “სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა უწვრთელის შვილის ყოლასა”.

დააცადე საკუთარ თავს, იყო ადამიანი – ამის საპირწონე სამყაროში არაფერი არსებობს”, – წერს მურღულია.

კომენტარები
იტვირთება...